|
2023-06-19 13:46:16, 742 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - როგორ უნდა მომწონდეს და მივესალმო ძალადობას? რა თქმა უნდა, მიუღებელია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალადობა კატეგორულად მიუღებელია, "მათ შორის, ის აგრესია, რაც მოდის ოპოზიციის მხრიდან". ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერ ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. „არაერთხელ მითქვამს და კიდევ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სრულიად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ხდება ოპოზიციის მხრიდანაც, იმიტომ, რომ ნახეთ, ორმაგი სტანდარტი სად იკვეთება: როდესაც ახალგაზრდა ადამიანს აქვს მცდელობა, დაწვას, ისროლოს მოლოტოვის კოქტეილი, მას კონკრეტული ტელევიზიები და პოლიტიკურ პარტიები ასაღებენ გმირად. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი მძიმე დანაშაული, გამოყავთ გმირად, ყოველ შემთხვევაში, აქვთ ამის მცდელობა. შემდეგ კი, როდესაც ხდება ისეთი ძალადობა, რაც თქვენ მითხარით, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ცუდია. ამიტომ, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ტელევიზიებმა კეთილი ინებონ და ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა. როგორ უნდა მომწონდეს და მივესალმო ძალადობას? რა თქმა უნდა მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ძალადობის წახალისებას ახდენს ჯაფარიძე და ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ პირს, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელებს და მათი ცოცხლად დაწვა უნდოდა. „ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ჯაფარიძე, მხარს უჭერენ და ახალისებენ ახალგაზრდას, ვინც ისროლა მოლოტოვის კოქტეილი და ჰქონდა მცდელობა დაეწვა პოლიციელები. ეს ადამიანი უნდათ გამოიყვანონ გმირად. აი, ეს არის ბოროტების პირდაპირი წახალისება, რაც ძალიან მძიმეა. საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს. ასევე, ძალიან მძიმეა ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება, დაფინანსება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყებს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას, როდესაც საუბარი მიდის რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნიდან, რომელი კონკრეტული ორგანიზაცია აფინანსებს ამ ახალგაზრდების დაჯგუფებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)