19:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 13:19:23, 573 ნახვა

საზოგადოება
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით, ახალი პროექტი  „საწარმოო და გადამმუშავებელ სექტორში სამრეწველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერის გზით“ იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF)  დაფინანსებული პროექტის „საწარმოო და გადამამუშავებელ სექტორში სამრეწველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერის გზით“ წარდგენას დაესწრო.  პროექტს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  თანამშრომლობით განახორციელებენ.

„აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან,  ერთი მხრივ, მოხდება მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება სამრეწველო სექტორში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, ხოლო მეორე მხრივ, დაგვეხმარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება მიდგომები, თუ როგორ უნდა შემცირდეს ორგანული დამაბინძურებლების იმპორტი, განთავსება და ადგილზე შენახვა, რათა მაქსიმალურად გახანგრძლივდეს სასიცოცხლო ციკლი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან საშიში ქიმიური დამაბინძურებლების გაფრქვევა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე.  პროექტი კომპლექსურია, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტი „საწარმოო და გადამამუშავებელ სექტორში სამრეწველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შემცირება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერის გზით“ მიზნად ისახავს პოლიტიკის და არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას საწარმოო და გადამმუშავებელ სექტორში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების პრევენციის მიზნით. პროექტის ფარგლებში მოხდება  საწარმოო/გადამამუშავებელი სექტორის მხარდაჭერა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესამცირებლად საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის გზით, ასევე შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერებით. განხორციელდება პროექტის მონიტორინგი და შეფასება.

„ვფიქრობ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ინდუსტრიული სექტორის დახმარებას, ეკომეგობრული ტექნოლოგიების შემოტანას, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვისთვის“, - განაცხადა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის მენეჯერმა, ლამია ბენაბასმა

პროექტის განხორციელების შედეგად, მოხდება გარემოს დაცვის საკითხებში ჩართული სახელმწიფო უწყებების, საწარმოო და გადამმუშავებელი სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიული მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ეტაპობრივ შემცირებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics