2023-06-16 12:06:12, 947 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - სანქციების თავის არიდებაში ჩართულ ქვეყნებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს
ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა სანქციების თავის არიდებაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს.
კრამონის თქმით, ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი, რაც EU-ს სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს.
"მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა ომამდელ პერიოდთან შედარებით.
რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება.
ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება.
ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა სანქციების თავის არიდებაში ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს",- წერს კრამონი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,