|
2023-06-15 20:56:54, 745 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პენიტენციური კოდექსის პროექტი პარლამენტმა 80 ხმით პირველი მოსმენით მიიღო
განხილვაზე აღინიშნა, რომ ახალი კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას – აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს. პარლამენტის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ პენიტენციური კოდექსის პროექტი ითვალისწინებს როგორც წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), ისე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. პროექტი საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა. პენიტენციური კოდექსის პროექტით არაერთი სიახლეა გათვალისწინებული, მათ შორის: • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო; • ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება; • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; • პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე; • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს. პენიტენციური კოდექსის პროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა გამომდინარე 21 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტიც მიიღო.
კახა კალაძე მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)