|
2023-06-15 17:29:01, 958 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი NATO-ს მოუწოდებს, უკრაინა ალიანსის წევრად მიიწვიოს
ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც NATO-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამანეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მიერ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებამდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე NATO-ელმა მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს. დოკუმენტის მიხედვითვე, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია NATO-ში და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას. ასევე, გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას და ამას სამხედრო დანაშაულად აფასებს, რომელმაც გარემოს უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროპარლამენტარების თქმით, ამ და სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)