2023-06-15 16:08:32, 843 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დასავლელი პარტნიორები უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს მიზანმიმართულად ანადგურებს
ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას და მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, დასავლელ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ.
„მათ სურთ, რომ იყოს დადებითი გადაწყვეტილება მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ხედავენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. არჩევანი, რომელსაც დღესაც ქართველი ხალხი იცავს, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფალი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს",- ამბობს ბოკუჩავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,