|
2023-06-15 14:53:47, 1448 ნახვა
ომი უკრაინაში
როსტოვში 22 დატყვევებული „აზოვის“ მებრძოლის „პროცესი“ დაიწყო
ოთხშაბათს, სამხრეთ რუსეთში 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის "პროცესი" გაიმართა. ისინი იცავდნენ მარიუპოლს და 2022 წლის მაისში დაატყვევეს. ამის შესახებ RBC-Ukraine Associated Press-ზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, რუსებმა "აზოვის" მებრძოლების სასამართლო პროცესი მოაწყვეს. საუბარია 22 უკრაინელ სამხედრო ტყვეზე. აგრესორი ქვეყანა უკრაინელ დამცველებს, DPR-ში ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩართვასა“ და „მონაწილეობაში“ ცინიკურად ადანაშაულებს. „ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „აზოველებს" 15 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, - წერს გამოცემა. AP ასევე დასძენს, რომ 24 ადამიანიდან, რომლებსაც ე.წ. ბრალდება წაუყენეს, 2 რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. დარჩენილი 22 სამხედრო ტყვედან კი, 8 ქალია, რომლებიც როგორც გაზეთი წერს, "აზოვის" პოლკში მზარეულად მუშაობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)