|
2023-06-15 13:45:51, 1320 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია - ოკამში სოფლის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მიწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ოკამში სოფლის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ზურაბ გელიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული გზით, რომლის სიგრძეც 290 გრძივი მეტრია, 80-მდე ოჯახი სარგებლობს. გზა, ასევე, სოფლის სასაფლაომდე მისასვლელიცაა. ხოლო პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება, რომელსაც ი/მ დავით სუხაშვილი ახორციელებს. „დამრეცი გზა მოსახლეობასა და ტრანსპორტს საშიშროებას უქმნიდა, განსაკუთრებით კი ნალექიან ამინდში. გამართული ინფრასტრუქტურა კი უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას“,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)