13:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 15:45:43, 706 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე პარლამენტის ინციდენტზე - რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა

რომ არა ჩვენი, -  პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა,- ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს.

მდინარაძის განცხადებით, "როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის სტრესს აყენებენ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და მერე ამაზე ტაშს უკრავს ვიღაც და მერე თავს გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ტაში პერფორმანსზეო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის".

"ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი იყო - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, შშმ პირი, ამ საშინელების და მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ  ადამიანებმა. შშმ პირებს, ბავშვებს, დასჭირდათ, რომ ხელები დაეფარათ ყურებზე და ყურებში თითები გაირჭეს, რომ ამ უბედურებისთვის, ამ საშინელებისთვის არ შეეხედათ, ამის კადრება არ შეიძლება. „ნაცი" კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან და ათასგვარი  უბედურების წარმომადგენელი, მაშინ არ უნდა იკადრო ეს. სწორედ ეს იყო ჩემი რეაქციის საფუძველი, რომ დიახ, მე დაუკარი ამ პერფორმანს ტაშიო და ბავშვები საერთოდ არ აინტერესებდათ, ამას შეფასების მიღმა დავტოვებ იმიტომ, რომ არ შეიძლება კორექტულად ეს შეაფასო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 14 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მან ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".

აღნიშნულს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები, რომლებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადმოაყარეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა და თქვა, რომ რუბლები "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გადასცენ.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანა წითლიძეს შორის გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics