|
2023-06-14 15:06:27, 612 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია - მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა
პირველი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. 18-მდე უწყებაა, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვს, მათ შორის ჩვენივე შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექტორს არ ჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლინიკაში შევიდეს. ძალიან ბევრ უწყებას ეს უფლება უკვე აქვს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო მეტ რისკებთან მუშაობს, - აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, კლინიკების შემოწმება აპრობირებული და ფართო პრაქტიკაა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „თქვენ რომ ნახოთ საერთაშორისო ლიტერატურა, უმრავლეს შემთხვევაში, ყველგან საუბარია შეტყობინების გარეშე ინსპექტირებაზე. მაგალითად აშშ, კონკრეტულად ვაშინგტონის შტატის კანონმდებლობა, მოგეხსენებათ აშშ მეწარმის მიმართ ყოველთვის ძალიან ფრთხილად იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ძალიან მკაფიოდ, გარკვევით წერია, შეტყობინების გარეშე შემოწმების შესახებ. ევროპაშიც არის მსგავსი გამოცდილება, საკმაოდ ფართო, როდესაც ეს ხდება მოულოდნელად. არის გეგმური შემოწმებებიც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. კლინიკამ მაინც წინასწარ იცის, რომ წელიწადში ერთხელ, ხდება შემოწმება, ჩაივლის ეს შემოწმების პროცესი და უკვე მეორე წლამდე ფიქრობს, რომ აღარავინ შეამოწმებს. იშვიათია, მაგრამ არის ფაქტები, რომ ინსპექტირების გავლის შემდგომ, ერთი კლინიკიდან მეორეში აპარატი გადაიტანეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი და სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისთვის იზრდება საჯარიმო სანქციების ოდენობაც. „დიდი ხნის წინ არის ეს ჯარიმები დაწესებული. სულ მცირე, ინფლაციის ფაქტორიც რომ გავითვალისწინოთ, მაინც თუნდაც ეს გამოიწვევდა ჯარიმების გაზრდის საჭიროებას. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი იყო ის, რომ განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევები არის ხშირი - 40-45%-ს აღწევს. რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკა, რომელიც არღვევს გარკვეულ პირობას, ურჩევნია, მეორედაც გადაიხადოს ეს ჯარიმა, რადგან მისი გადახდა შეიძლება დაუჯდეს 500 ლარი, კონკრეტული დარღვევის გამოსწორება კი 5000 ლარი. ამდენად, ამას მეტად ექნება პრევენციული დატვირთვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)