|
2023-06-14 14:11:02, 697 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბანერის გადმოფენაზე - ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა
ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მოქალაქის პროტესტს, რომელმაც მმართველი პარტიის დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და ბანერი გადმოფინა. კობახიძის თქმით, "ადამიანები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ მიზნნების მიღწევას". "ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის, ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვები გამოყენება ამისთვის... შიგნით ჯერ პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს მათ სათანადო პასუხი, რაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად შეირგეს, იმიტომ, რომ იციან, არ არიან მართლები. ეს იყო და ეს, არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა, მათ მიიღეს სათანადო სიტყვები, ეს ძალიან კარგად შეირგეს, რაც სწორია იმიტომ, რომ ისინი არ არიან მართლები",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მოქალაქემ ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)