|
2023-06-13 20:04:21, 611 ნახვა
საზოგადოება
შუახევის მერი ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის დავით ქათამაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ჭვანის დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო. ომარ ტაკიძემ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს იუბილე მიულოცა, წარმატებული პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობა უსურვა და სიმბოლური საჩუქრი გადასცა.
დავით ქათამაძემ, სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, სწავლა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც ჯერ დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი, შემდეგ კი ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა. 1973 წლიდან დღემდე წარმატებით ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ჭვანისა და ხიჭაურის საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასის, ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლად. იყო ხიჭაურის საჯარო სკოლის დირექტორი. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ფასილიტატორი მასწავლებლის წოდება. დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის მედლით. მასწავლებელთა შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. მისი ავტორობით გამოიცა სამი წიგნი.
ომარ ტაკიძესთან ერთად, პედაგოგებს იუბილე მერის მოადგილეებმა რუსუდან შავაძემ, გურამ ზოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან ნატარიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)