14:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 14:23:01, 901 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რუსეთს არ დაუძალებია

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო.

"ეს იყო ჩემი მოთხოვნა. რუსეთს არ დაუძალებია ის ჩემთვის. რატომ? იმიტომ, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამ სამყაროში არავის არ უომია ბირთვულ სახელმწიფოსთან. და მე არ მინდა, რომ მათ ჩვენ დაგვიწყონ ომი. არსებობს ასეთი საფრთხე? კი და მე უნდა ავიცილო იგი თავიდან...

მე ვთვლი, რომ ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი არავის მოუნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ მე მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნეში, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება აგრესია, ჩემი მხრიდან არანაირი ყოყმანი არ იქნება",- განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, 26 მაისს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია.

ამასთან, 9 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 7-8 ივლისს ბელარუსში შესაბამისი ობიექტების მომზადება დასრულდება, რის შემდგომაც ბირთვული იარაღის განთავსებითი ღონისძიებები დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics