16:02 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 12:22:05, 1403 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ინოვაციების ბანაკი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის, საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუს“,  ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ფინანსური განათლების ამაღლების თემაზე, ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.

ღონისძიება USAID-ის პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, უკვე მეექვსედ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდების 10 გუნდმა, 12 საათის განმავლობაში, კონკრეტული გამოწვევის საპასუხო ბიზნესპროექტი დაამუშავა.

ინოვაციების ბანაკის მონაწილეების ამოცანა იყო, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსური განათლების ამაღლებისა და მათი მეწარმეობაში ჩართვის ხელშეწყობა. ბანაკის მონაწილეებს, სიტუაციურ დავალებასთან მუშაობისას, კონსულტაცია გაუწიეს საბანკო-საფინანსო სფეროს, მათ შორის ბაზისბანკის, მოწვეულმა ექსპერტებმა. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა კი ახალგაზრდებს  ფინანსური განათლების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ინოვაციების ბანაკის გამარჯვებულად დასახელდა გუნდი - Human Inteligence.

ღონისძიების გამარჯვებულებსა და მონაწილეებს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები და ბაზისბანკის სახელით ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაზე - FinEdu.gov.ge კი თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics