18:45 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 19:21:47, 866 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თუ საქართველო წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი წარმატება და 2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მყარი გარანტია

საქართველო თუ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი „ქართული ოცნების“ ისედაც მზარდი რეიტინგისთვის, უდიდესი წარმატება და 2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მყარი გარანტია "ქართული ოცნებისათვის", ამიტომ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სუბეიქტურადაც კი აწყობს ეს „ქართულ ოცნებას“, ნეიტრალური პოზიციიდანაც უნდა დავინახოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას არ სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ვინაიდან მათი ლოგიკითაც კი, ეს ქვეყნის წარმატებასთან ერთად, მმართველი გუნდის წარმატებაც იქნება.

„ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ ამის გაგონება ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მათი მსჯელობიდან და ლოგიკიდანაც კი გამომდინარეობს, რომ ისინი კატასტროფას ხედავენ ქვეყნის ამ წარმატებაში, რაც მათი აზრითაც ითარგმნება ქართული ოცნების წარმატებად. ამიტომაც არის რომ ისინი და შემთხვევით არ ვამბობ, მათი პატრონები, იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში პირად უბედურებას ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ხანი ვერაფერს მოუხერხებენ. ამიტომ აგუებენ ახლა საზოაგდოებას იმ აზრს, რომ რეალურად, თავად რასაც აფუჭებენ, ამ გაფუჭებულს შესაბამისი შედეგი - კანდიდატის სტატუსის ვერმიღება რომ მოჰყვეს, შემდეგ ეს დააბრალონ „ქართულ ოცნებას“, ამით გამოიწვიონ ქაოსი, არეულობა, შეცვალონ ხელისუფლება და ასე გააგრძელონ ქვეყნის ომში ჩართვის ის გეგმა, რომელიც ახალი არ არის და წელზე მეტს ითვლის უკვე.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics