14:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 17:06:30, 754 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე „გრეკოს“ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში პარლამენტის როლზე ისაუბრა და საქართველოს პარლამენტსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოთქვა.

„რაჟდენ კუპრაშვილმა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს მიერ განხორციელებულ მიღწევებსა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს შეეხო.

რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნაზე აქტიურად იმუშავებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებში დეკლარაციის შევსების უნარ-ჩვევების ამაღლების პროცესს, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics