14:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 12:48:41, 955 ნახვა

მსოფლიო
კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან [ვიდეო]

კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. როგორც Reuters-ი იტყობინება, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 426 კერაა, მათგან 144 კი მხოლოდ კვებეკის პროვინციაშია.

კვებეკში, სადაც 8.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც მოიცავს უფრო მეტ ტერიტორიას, ვიდრე საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი ერთად, ცეცხლის ქრობის ოპერაციაში 1 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, მათ შორის 100 ფრანგია.

პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან 13 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობს რისკი, რომ სიტუაცია კრიტიკული დარჩეს, მაგრამ ფრანგი მეხანძრეების ჩამოსვლა ნამდვილად დაგვეხმარება",- თქვა კვებეკის სატყეო მინისტრმა, მაიტე ბლანშეტ ვეზინამ.

ფედერალურმა მეტეოროლოგმა, ჯერალდ ჩენგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ონტარიოსა და სამხრეთ-დასავლეთ კვებეკში მოსალოდნელია მხოლოდ 10-20 მმ წვიმა, რაც მეტეოროლოგის ვარაუდით, ხანძრის ყველა კერის ჩასაქრობად არასაკმარისი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ხანძრების გამო ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროებზე 4,4 მილიონი ჰექტარი დაიწვა. ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი კვამლი კი, აშშ-ს ქალაქებში, მათ შორის ნიუ-იორკშიც გავრცელდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics