23:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 15:47:27, 643 ნახვა

საზოგადოება
კოპენჰაგენში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდის გამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვის სააგენტო მნიშვნელოვან  მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

„კოპენჰაგენში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კინოთეატრში „Grand Teatret” სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა. 80-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ. კინოჩვენების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციას მიეძღვნა დანიის სომელიეთა აკადემიისა და ადგილობრივი ჰორეკა სექტორის წარმომადგენელთათვის ჩატარებული ქართული ღვინის მასტერკლასიც, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში, სადეგუსტაციო სივრცეში გაიმართა.

მარკეტინგული აქტივობების შემადგენელი იყო დანიელი იმპორტიორებისა და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებისთვის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში "Ark" ქართული ღვინის პრეზენტაცია და მასტერკლასი, რომლის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმ აქტივობებს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics