|
2023-06-09 15:37:24, 1232 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი ბათუმში გამართულ კონფერენციას „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“ დაესწრო
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ქალაქ ბათუმში გამართულ კონფერენციას „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“ დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს მერიის ცნობით, კონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკებზე, რითაც თავის მხრივ ხელი შეეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. „ღონისძიება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 70-მდე მოწვეულმა სტუმარმა კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)