20:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 17:36:40, 825 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დასახელებაზე - კითხვა, უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე პრემიერი, იუმორისტული ჟანრიდანაა

ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრეგაძის თქმით, მიანიჭებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა.

"რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე, უცხოელს საქართველოში არ აქვს არც აქტიური და არც პასიური საარჩევნო ხმა და შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში...

რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, ამაზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა და უნდა გადაწყვიტოს თავად, მიანიჭებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას თუ არა, თუმცა ნამდვილად გასაკვირი და უცნაურია, როცა სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას",- განაცხადა ბრეგაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics