20:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 16:11:03, 755 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის შესაძლო კონსოლიდაციაზე - ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან, რომლებიც ერთ დროს სააკაშვილის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირების შესახებ.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არა აქვს ლევან ხაბეიშვილს დატოვებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლები მარცხისთვის არიან განწირულნი.

„არ ვიცი მათი დაპირისპირების საგანი. ლევან ხაბეიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. სხვათა შორის, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მას ვგულშემატკივრობდი. ერთი რამ ცხადია -რადიკალიზმს, ბოროტებას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა და ვიცით ვინც იყო ამ ყველაფრის შემოქმედი, ამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მომავალი არ აქვთ, ისინი განწირულნი იქნებიან მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, თავის თავზე გამოსცადა ეს უბედურება, შესაბამისად, წარსულს მოსახლეობა არასდროს დაუბრუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისი განმარტებით, მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის კონსოლიდაცია არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან.

„ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან. ერთ დროს ერთი კონკრეტული ფრთის - სააკაშვილის გაერთიანების ქვეშ იყვნენ, შემდეგ დაიშალნენ, შექმნეს საკუთარი პარტიები, როგორ გამოვლენ არჩევნებში ცალკეულად თუ გაერთიანებულად, ეს არაფერს ცვლის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics