|
2023-06-08 14:58:24, 706 ნახვა
პოლიტიკა
მაია ბითაძე - ჩვენი ერთადერთი გზა ევროკავშირია, ჩვენთვის სხვა გზა, გარდა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა, არ არსებობს
რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ერთადერთი გზა, არის ევროკავშირი, ჩვენთვის სხვა გზა, გარდა ევრო ატლანტიკური ინტეგრაციისა, არ არსებობს. ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს იმ იდეით და შიშით, რომ ნატოს და ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთთან. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობდა ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, მაგრამ, დღეს ჩვენ აქ სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბითაძის თქმით, ზოგიერთი ის განცხადება, რაც შეხვედრაზე გაჟღერდა არა დეპოლარიზაციას, არამედ პოლარიზაციას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვა იყო, შესაბამისად მან ევროპარლამენტარებს დაუსვა კითხვა, დაასახელონ, სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონოდა რუსეთის აგრესიას საქართველოსთან მიმართებით. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ რამდენად ვაფასებთ ევროკავშირთან პარტნიორობას, ერთად მუშაობის და ურთიერთთანამშრომლობის წლებს, საბოლოოდ რომ ვიყოთ ევროკავშირის „პოლიტიკურ საზღვრებთან“, რამდენი გავაკეთეთ ერთად თქვენი მხარდაჭერით, რომ ვიყოთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გზაზე. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მართალი გითხრათ, ის განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელია. თქვენი ინფორმაციისთვის, ზოგი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ აქ მყოფი ოპოზიციონერი კოლეგებისგან არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. მე ვარ პოლიტიკოსი, ვარ საქართველოს მოქალაქე, ვზრდი ქართველებს და მაქვს ერთი კითხვა: რა არის მიზეზი, რატომ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოში რამდენიმე ომი ჯერ 90-იანებში და შემდეგ 2008 წელს, რატომ დაგვიწესდა ემბარგო, რატომ გვყავს დევნილები და რატომ გვაქვს შიში ყოველდღე, რომ რუსეთი თავს დაგვესხმება? არის სხვა პასუხი ამაზე? - ნამდვილად მინდა, რომ ამაზე მკაფიო პასუხი მქონდეს. ყველამ ვიცით, რუსეთი ფიქრობს, რომ ჩვენ მათთვის ბუფერული ზონა ვართ და ნებისმიერი სხვა სახის ინტეგრაციისკენ სწრაფვა, მათთან დამატებით კონფლიქტამდე მიგვიყვანს. მე მესმის, რომ ახლა შესაძლოა ევროკავშირი და ჩვენი სხვა პარტნიორები ნანობენ, რომ 90-იანებში, 2008-ში ან უკრაინაში 2014 წელს პირველი ომის დროს, რუსეთისთვის საკმარისი სანქციები არ იყო დაწესებული. მაგრამ აქ დღეს ყველამ კარგად უნდა გაიგოთ, რამდენს ვაკეთებთ და რამდენს ვცდილობთ, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მეორე მხარეს კი გვაქვს შიდა პოლიტიკური ტურბულენტობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)