|
2023-06-08 09:28:11, 1382 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი ზელენსკის - უახლოეს საათებში გამოგიგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
უახლოეს საათებში გამოგიგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. მაკრონის თქმით, საფრანგეთი გმობს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმას. "პრეზიდენტ ზელენსკის გამოვუცხადე ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში გამოგიგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად",- წერს მაკრონი. ამასთან, ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას კახოვსკის ჰესზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს. ''განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, გავაგრძელოთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებს, NATO-ს ვილნიუსის სამიტისგან მოლოდინები გვაქვს და რისთვისაც ვემზადებით კიდეც“,- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა. უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე. რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)