https://expressnews.ge/index.php?id=165635&lang=undefined

" />
22:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 13:17:46, 694 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და არ მივცემთ არავის საშუალებას, საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს

დიახ, ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტი ქვეყანას საბოტაჟს უწყობს.

"ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს ძალიან, არა, მე პირადად არ მიყვარს, უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს ვცემთ პატივს.

ვაკვირდებით და საბოტაჟს უწყობს ქვეყანას... ვეუბნებით, წარმოადგინეთ კანდიდატი, არ აკეთებს. ბოლო შეთანხმება იყო, რომ ჩვენ ვეტო არ უნდა დაგვეძლია და ის წარმოადგენდა კანდიდატურებს - დაარღვია ესეც",- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, დღეს, 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics