01:16 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 11:52:46, 633 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქის მერიამ „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“ დააფუძნა

თბილისის მერიამ დააფუძნა „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფონდის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენაა.

„თბილისის ცენტრსა თუ რაიონებში სხვადასხვა ადგილს განვსაზღვრავთ. გამოიყოფა კონკრეტული სივრცეები - მოედნები, პარკები, სკვერები და ა.შ., სადაც განთავსდება ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ეს ხელს შეუწყობს მათი ცნობადობის ამაღლებას. ისეთ ნამუშევრებს კი, რაც ქალაქის იერსახეში ჩაჯდება, დედაქალაქის მერია შეიძენს. შეიძლება, შერჩეულ ადგილებზე ზოგი ნამუშევარი სამი ან ექვსი თვით, ან კიდევ, ერთი წლის განმავლობაში განთავსდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ არტისტების ნამუშევრების გამოფენისთვის პერმანენტული სივრცე - ქანდაკებების ბაღი შეიქმნება. 

„ნამუშევრები აირჩევა ღია კონკურსის გზით და დროებით, სხვადასხვა საჯარო სივრცეში განთავსდება. სამომავლოდ, აღნიშნული ნამუშევრების გამოფენისთვის ვგეგმავთ, შევქმნათ პერმანენტული სივრცე - ქანდაკებების ბაღი. მინდა, ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ვთხოვო, მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, შეხვდით ამ დარგის წარმომადგენლებს, აუხსენით, აღნიშნული პროექტის იდეა რაში მდგომარეობს“, -  აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics