17:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 09:41:00, 763 ნახვა

პოლიტიკა
სახდეპი 2 ივნისს დაკავებულებზე - განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან

მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები  ფუნდამენტური დემოკრატიისთვის,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი საქართველოში 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებას.

პატელის განცხადებით, განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან შეუსაბამოა.

"ჩვენმა საელჩომ თბილისში ისაუბრა ამის შესახებ შაბათ-კვირას. მე გავიმეორებ მათ ნათქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც დააკავეს 2 ივნისს მშვიდობიანი აქცისას პარლამენტის წინ.

მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები ფუნდამენტური დემოკრატიისთვის. განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან, რომელთანაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეუერთდეს",- ამბობს ვედანტ პატელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics