02:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 13:14:18, 642 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კუს ტბის გარშემო არსებულ გამწვანებულ ფერდობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები კი აღნიშნულ ტერიტორიას ორი დღის განმავლობაში დაასუფთავებენ.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ტალახაძე  გაეცნენ.

„5 ივნისი გარემოს დაცვის მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მასშტაბური სამუშაოებისთვის ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, ჩართულია 130 თანამშრომელი და 11 ერთეული სპეცმანქანა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გაეროს ინიციატივით, 1972 წლიდან აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics