|
2023-06-03 17:40:03, 910 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში მარათონული გარბენი გაიმართა
„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “ - ის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში მარათონული გარბენი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მარათონული გარბენის მონაწილეებმა სტარტი კოსტავას ქუჩიდან აიღეს, ფინიში კი კულტურის ცენტრის მიმდებარედ იყო. „მარათონის გამარჯვებულები არიან: პირველი ადგილი თორნიკე რუსიტაშვილი (სოფელი სამთავისი), მეორე ადგილი ჯუმბერ ჯანანაშვილი (სოფელი ხოვლე) და მესამე ადგილი ლუკა ფეიქრიშვილი (სოფელი აღაიანი). მარათონში გამარჯვებულებს პრიზები, მედლები და თასები ადგილობრივი ხელისუფლების და სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელეებმა გადასცეს. „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “ -ის მიზანი, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)