|
2023-06-03 03:04:43, 1176 ნახვა
სამართალი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე GDI-ს თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს. "საქართველოს პარლამენტთთან სხვა უფლებადამცველებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობისას უკანონოდ დააკავეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზეა გადაყვანილი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ედუარდი და სხვა დაკავებული უფლებადამცველები". - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე. გარდა ამისა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე. როგორც აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ პროტესტის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)