|
2023-06-02 17:23:34, 1058 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე პროექტის - „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფოტოგამოფენას და უფასო სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური პროექტის - „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფოტოგამოფენას და უფასო სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. "მოსახლეობის სკრინინგი თბილისიდან და ბათუმიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. ასევე, გასინჯვებში მონაწილეობა მიიღეს თსა-ს და ბათუმის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა. 3 ივნისს კი, მოსახლეობის სკრინინგი ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება. წლევანდელი საინფორმაციო კამპანიის სლოგანია „იცავ თავს ულტრაიისფერი სხივებისგან? იცოდე, რომ არსებობს მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის იოლი გზებიც!“ ხოლო, კამპანიის მთავარი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრები არიან. სკრინინგის პარალელურად გაიმართა ფოტოგამოფენა - „სოფლის ექიმის ექვსი დღე“. თსა-ს სტუდენტებმა სხალთის, ღორჯომის და დაბა ხულოს სოფლის ექიმების ყოველდღიურობა და სამუშაო პროცესი ფოტოკამერით აღბეჭდეს. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა მედიცინის სტუდენტების პერსპექტივიდან დანახული ექიმის პროფესიას",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)