02:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 18:39:44, 775 ნახვა

საზოგადოება
ნათია მერებაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ სოციალური  მომსახურების ცენტრს  ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

პროკურატურის თანამშრომელთა სახელით, ცენტრს საკანცელარიო და ოთახის აქსესუარები, ასევე რბილი სათამაშოები და ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სხვა ნივთები  გადაეცა.

ნათია მერებაშვილმა, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსს, ინდირა რობაქიძეს ცენტრში სექსუალური ძალადობი მსხვერპლ ბავშვებთან საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკაზე, შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

თავის მხრივ, ინდირა რობაქიძემ საქართველოს პროკურატურას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 საქართველოს პროკურატურა, მართლმსაჯულების პროცესში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics