18:25 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 11:30:12, 699 ნახვა

ეკონომიკა
OIV-ის სტუდენტები საქართველოში ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას ეცნობიან

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და  ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას  ეცნობიან.

სტუდენტებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ უმასპინძლა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

"ტურის ფარგლებში, მაგისტრანტები ეწვევიან ქართლს, კახეთს, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინოებს.  

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან.   
OIV-ის ღვინის მენეჯმენტის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, საქართველოში ვიზიტი, მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით, რადგან ჯგუფის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში, სავიზიტო ქვეყნების სიაში საქართველო  2016 წლიდან ჩართო",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics