|
2023-05-31 14:42:36, 764 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ - შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს, ბრეჟნევის მერე ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ქონია
შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს. ბრეჟნევის მერე ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "გასაოცარია, ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე". „ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს. ბრეჟნევის მერე ამხელა ხელმძღვანელობის სტაჟი არავის ქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. „არის უამრავი დასავლური ქვეყანა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და დრო დაჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც დამკვიდრებულია განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)