|
2023-05-31 12:41:37, 707 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ორ თემატურ დისკუსიაში: პლასტიკის მდგრადი წარმოება/გამოყენება და პლასტიკით დაბინძურების პრევენცია მიიღო მონაწილეობა. მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა პლასტიკით დაბინძურების პრევენციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე აქტივობებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობის საკითხს ცირკულარული მართვის მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით. „საქართველოს მთავრობამ, პლასტიკის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ქართული კანონმდებლობის დასაახლოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კავკასიის რეგიონში საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო გადაწყვეტილება პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით. აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის ნაკადების შეფასების, ალტერნატიული წყაროების იდენტიფიცირების და ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის აკრძალვის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. „აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეამ (UNEA) რეზოლუცია „დაასრულე პლასტიკური დაბინძურება“ მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმების შემუშავებას. ფორუმში, მსოფლიო მასშტაბით, გარემოს დაცვის მიმართულების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)