01:45 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 00:01:56, 679 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ვინმე თუ ფიქრობდა, რომ უნდა მივიღოთ სტატუსი, დღეს ღარიბაშვილმა გადაარწმუნა

"ლელო - საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმე ფიქრობდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა მათგანი წარმატებით გადაარწმუნა.

"ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, ამ ქვეყანას დღეს ჰყავს მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი გამოიყენა იმისთვის, რომ ვინმე თუ კიდევ უშვებდა, განიხილავდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან წარმატებით დაარწმუნა და გადაარწმუნა ყველა ასეთი ადამიანი, რომ ამ ხელისუფლების რეალური დღის წესრიგი არ არის არანაირი ინტეგრაცია არც ევროკავშირში, არც NATO-ში. ეს არის ფორუმი, სადაც მთავარი თემა არის უკრაინის გამარჯვება, სადაც საუბარი მიდის მხოლოდ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამარცხდეს, ამ ფორუმზე გამოვიდა ღარიბაშვილი და ისაუბრა რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილებით", - განაცხადა სამადაშვილმა "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics