18:42 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 09:50:07, 828 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო და 50-ზე მეტი სერბი დაშავდა

ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას კოსოვოში განთავსებული ნატო-ს მისია (KFOR) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ნატო-ს ძალების იტალიური და უნგრული კონტინგენტის სამხედროები არაპროვოცირებული თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

„ნატო-ს დანაყოფებზე არაპროვოცირებული თავდასხმები მიუღებელია და ნატო-ს ძალები კოვოსში გააგრძელებენ თავიანთი მანდატის მიუკერძოებლად შესრულებას“,- ნათქვამია კოსოვოში ნატო-ს მისიის მეთაურის, ანჯელო მიკელე რისტუჩიას განცხადებაში.

სერბეთის მედიის ცნობით, შეტაკებებისას სერბი დემონსტრანტების მხრიდან 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა.

სერბები უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95%-ზე მეტს შეადგენენ. ვითარების ესკალაციის გამო, კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics