21:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 15:15:06, 1027 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე პოლიტსაბჭოს განცხადებაზე - რა შუაშია დაშინება, სად ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს

რა შუაშია დაშინება, სად ნახეთ, რომ "ქართული ოცნება" ვინმეს აშინებდეს?- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ განცხადებას.

კალაძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან აღნიშნული განცხადება ნიშნავს იმას, რომ პარტიაში არ უნდათ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლა.

"ნამდვილად არ შევდივარ პოლემიკაში და არ ვაპირებ შევიდე, პრეზიდენტთან, მის განცხადებებთან, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვითვალისწინებ და ზოგადად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა პოლემიკაში შესვლა. რა შუაშია დაშინება, რა შუაშია შიში, სად ნახეთ თქვენ, რომ "ქართული ოცნება" ვინმეს აშინებდეს. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაათავისუფლოს, არ გაათავისუფლოს [ნიკა გვარამია] ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის მისი პრეროგატივა.

ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 29 მაისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

"უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც მას თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს",- ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics