04:48 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 13:43:51, 842 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს სასწავლებელებში გრძელდება

სკოლებში წარმატებით განხორციელების შემდეგ, პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ.

“სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეების შესახებ.

ახალგაზრდებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების, ასევე, საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილთან შეხვედრა უკვე გამართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ეტაპობრივად აღნიშნული სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან. თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics