|
2023-05-29 11:06:25, 778 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი და დელეგაციის წევრები ვენაში ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
ავსტრიის პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი და დელეგაციის წევრი დეპუტატები ვენაში ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ სობოტკას შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წევრები დაესწრნენ პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც მიმდინარეობდა ევროპის საათი. "ავსტრიელმა კოლეგებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სრულ მხარდაჭერაზე ისაუბრეს და პატივით მიეგებნენ საქართველოს დელეგაციის სტუმრობას. სხდომას ესწრებოდა ავსტრიის კანცლერი და ევროპის საკითხებში ფედერალური მინისტრი. ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვენაში ვიზიტის ფარგლებში მთავარი ყურადღება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დაეთმო. პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა და დელეგაციის წევრებმა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის ავსტრიელ დეპუტატთან, ლუკას მანდლთან, ბუნდესრატში ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, შტეფან შენახთან და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო ფედერალურ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ელჩ გერჰარდ ზაილერთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღების მნიშვნელობას. დელეგაციის წევრებმა ავსტრიელ კოლეგებს დეტალურად გააცნეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო აქტიურად დგამს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად. აღინიშნა, რომ ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანთან, ავსტრიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლჰაინც კოპფთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებსა და ამ თვალსაზრისით მომავალში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. აღსანიშნავია, რომ კარლჰაინც კოპფს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და ავსტრიას შორის ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. შეხვედრები გაიმართა ავსტრიის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ანდრეას მინიხთან, ჯგუფის წევრებთან, ფრანც ესლთან, მარტინა კუნსბერგ-სარესთან და კოლეგა დეპუტატებთან, კარმენ იეითლერ-ჩინჩელისთან, ჰელმუტ ბრანდშტეტერთან და მიშელ რაიმონთან.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)