03:34 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 15:34:14, 844 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს იმ ადამიანის პოზიციას, შარზე რომ არის და თავს იბრაზებს

სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი და თავს რომ იბრაზებს, რაღაც უნდა ამის შემდეგ,-  ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ამბობს, რომ "დამოკიდებულება პროვოკაციულია" და "ქართული ოცნება" პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს.

„იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას, მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. ასეთია ეს დამოკიდებულება თავის რაღაცა გაბრაზებით, ხან რაღაც ზოგადი პოლიტიკური სარჩულით და მერე არასწორი, აბსოლუტურად არარელევანტური მესიჯებით, 26 მაისთან დაკავშირებით განსაკუთრებით. საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო. შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება. რას ემსახურება, შეიძლება, ეს მომავალმა გამოაჩინოს. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“,- ამბობს მდინარაძე, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics