|
2023-05-28 13:31:24, 849 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს სტატუსის მიღებაში
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არათუ არ დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველომ 12 რეკომენდაცია შეასრულოს, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მისი თქმით, ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, არამედ ქვეყნისთვის ხელის შეშლა, რომ არ მიიღოს სტატუსი. „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ამ პროცესს. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ ხელის შეშლაა, ეს ამ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, რათა ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში. არა მხოლოდ აქ, იქაც, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტიდან კაბინეტში. ასე დარბოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების დროს და მცდელობა ჰქონდათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო საქართველოს სასარგებლოდ მიღებული. ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ბრიუსელში, მერმა იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს და არა საწინააღმდეგოდ. „პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ პრეზიდენტს მთავრობამ თანხმობა მისცა აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, ეს ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველანაირი მხარდაჭერა სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტთან დაკავშირებით, მე გავაკეთე განცხადება, რომ არ მინდა პოლემიკაში შევიდე, ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ვუფრთხილდები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)