17:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 11:35:18, 800 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში ზვავს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილოეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Associated Press-ი პოლიციის ოფიცერზე, ზიარატ ალიზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის 4 ქალი და ოთხი წლის ბიჭია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამუშაობს ტერიტორიის მდებარეობა და რელიეფი ართულებს. 

მომხდარს გამოეხმაურა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და განაცხადა, რომ "კატასტროფამ დიდი მწუხარება გამოიწვია".

"კლიმატის ცვლილების შედეგების გამო, ასეთი ინციდენტები იზრდება პაკისტანში. მთელმა მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები და დაიცვას განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა პაკისტანი, ამ მავნე ზემოქმედებისგან",- დაწერა პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics