04:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 12:39:32, 791 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა რაც ძალიან საშიშია

დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის გადარჩენაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იფიქროს, როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს მმართველი პარტია ამ ვალდებულებას წარმატებით ასრულებს და მომავალშიც გააგრძელებს, რაც ქვეყანას საბოლოოდ სამშვიდობოს გაიყვანს.

"დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს - დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა რაც ძალიან საშიშია.

ასეთ ვითარებაში მინდა ყველას გკითხოთ, გავხსნათ დისკუსია - პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის და ამაყი ქართველი ხალხის ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ პირველ რიგში ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამას, ვფიქრობ, ძალიან წარმატებით ვახერხებთ და ჩვენ ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics