22:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 15:29:42, 1004 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა იმართება

თბილისში, "ლელო საქართველოსთვის" ორგანიზებით, აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები საქართვეელოსა და ევროკავშირის დროშებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მსვლელობა გამოხატავს იმ ხალხის სურვილს, რომელიც ირჩევს ევროპას და არ სურს რუსეთში ცხოვრება.

"მინდა ვუსურვო საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება და ეს მოხდება მაშინ, როდესაც კოლაბორაციონისტი ხელისუფლება აღარ იქნება ამ ქვეყანაში; როცა საოკუპაციო ჯარები გავლენ ჩვენი ქვეყნიდან. დღევანდელი მსვლელობა ეძღვნება ერთ რამეს - ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის სურვილის გამოხატვას, რომ ამ ქვეყანას არასდროს არ დავუთმობთ რუსეთის იმპერიას... ამ მთავრობას არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი წინაპრების ბრძოლა, შრომა, სისხლი ერთი ხელის მოსმით გადაშალონ დ ზურგი შეაქციონ იმ პერსპექტივას, რომელიც კარზე გვაქვს მომდგარი",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა არ გამოიყენეს.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თათა სვანიძის განმარტებით, წელს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თემატიკა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია“, შესაბამისად 26 მაისი ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics