04:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 12:45:07, 799 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს

გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისმის კითხვა - "სად გაქრა სიტყვები - ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი".

"გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობითა და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი... ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.

დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს... გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისა და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. ასევე, გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. 

ისმის კითხვა - სად გაქრა სიტყვები - ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ქვეყნებს რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი, მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ხელს ვუწვდით და ვუფრთხილდებით. 

ჩვენმა წინაპრებმა დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა, ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასდროს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მმართველობის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს რასაც ვგულისხმობ,  გავიხსენოთ მოდელირებული ომის ქრონიკა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics