|
2023-05-25 14:36:17, 771 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით საერთაშორისო კონვენციების განხორციელების შედეგები და გამოწვევები წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პროექტის „ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) და ბაზელის, როტერდამის, სტოკჰოლმის და მინამატას კონვენციებს შორის კოორდინაციის, შესაძლებლობებისა და ანგარიშგების გაძლიერება ეროვნულ დონეზე" ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით საერთაშორისო კონვენციების განხორციელების შედეგები და გამოწვევები წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და თითოეული კონვენციის მხარეთა შეხვედრის გადაწყვეტილებებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვის სფეროში. ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს მინამატას კონვენციის რატიფიცირების მიმართულებით, იგეგმება კანონმდებლობის გაძლიერება და ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაცია ბაზელის, როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მოთხოვნების გათვალისწინებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. „პროექტის „ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) და ბაზელის, როტერდამის, სტოკჰოლმის და მინამატას კონვენციებს შორის კოორდინაციის, შესაძლებლობებისა და ანგარიშგების გაძლიერება ეროვნულ დონეზე" მიზანია, ქვეყნაში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოდ სამართავად ინტეგრირებული მიდგომების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს ეროვნულ დონეზე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტი ხელს უწყობს აღნიშნული კონვენციების და ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) იმპლემენტაციას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტს ახორციელებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)