06:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 10:21:37, 819 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - ვხედავთ ომის დანაშაულებს, პუტინის დაკავების ორდერიც გაიცა - ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს რუსეთისკენ სვლაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი ქართველ ოფიციალურ პირებს "მოსკოვის მიმართულებით სვლაში ხელს არ უშლის".

როგორც კრამერმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აღნიშნა, "ქართული ოცნება" შექმნილ ვითარებაში რუსეთთან "ახლო კავშირს ამყარებს.

"დემოკრატიულ სამყაროში, ყველა ქვეყანას არ შეუძლია, რომ სანქციებს შეუერთდეს. მოლდოვას მაგალითად, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მოლდოვამ ასევე ძალიან ძლიერი კავშირი დაამყარა დასავლეთთან მაშინ, როდესაც ჰქონდათ იმის შიში, რომ რუსეთი გარკვეულ პროვოკაციებს მოაწყობდა მოლდოვაში.

"ქართული ოცნება", ახლო კავშირებს ამყარებს [რუსეთთან] იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ რუსეთის ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდს. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ თავად ბატონი პუტინის დაკავების ორდერიც კი გასცა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს [რუსეთის] მიმართულებით სვლაში",- განაცხადა კრამერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics