06:27 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 14:13:02, 749 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რაც უფრო მეტად გაუცრუებენ იმედებს საკუთარ მხარდამჭერებს, მით უფრო მეტად დასუსტდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

რაც უფრო მეტად გაუცრუებენ იმედებს საკუთარ მხარდამჭერებს, მით უფრო მეტად დასუსტდება ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაცმოძრაობა",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია 2012 წლიდან მოყოლებული პერმანენტულ აქციებს აანონსებს, თუმცა "შედეგი სახეზეა".

"მე რაც მახსოვს, 2012 წლიდან მოყოლებული სულ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, მაგრამ ვხედავთ შედეგს. რაც უფრო მეტად გაუცრუებენ იმედებს საკუთარ მხარდამჭერებს, მით უფრო მეტად დასუსტდება ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაცმოძრაობა". შესაბამისად, ასეთი ცრუ დაპირებები, საბოლოო ჯამში, კარგ როლს ასრულებს იმისთვის, რომ პოლიტიკური სისტემა სწორად განვითარდეს",- ამბობს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics