06:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 13:48:36, 716 ნახვა

საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გენადი კერძევაძემ და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდა.  

„2012 წლიდან დღემდე, რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 19,4 მლნ ლარის ღირებულების 35 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 131 კმ საირიგაციო არხს, შეკეთდა 4 სათავე ნაგებობა და 11 სატუმბი სადგური. შედეგად, მიწის ფართობი, რომელიც რეგულარულად მოირწყვება 11 465 ჰექტრამდე გაიზარდა, წყლით უზრუნველყოფა 1690 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.

სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის  წარმომადგენლები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics