06:44 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 19:18:38, 778 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი გრიშაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გრიშაშვილის ქუჩა #23-ში, ახლად მოწყობილი  გრუნტის დამჭერი კედელი და მოსასვენებელი სივრცე დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის მერმა, კრწანისის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოისმინა მათი მოსაზრებები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას კონკრეტულ მისამართზე ვაპირებთ. მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რასაც მუნიციპალიტეტი და გამგეობები ახორციელებენ.  შესაბამისად, გვინდა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. შეიძლება მათაც ჰქონდეთ მოსაზრებები, რა არის შესაცვლელი, გამოსასწორებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, სხვადასხვა რაიონში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.

„მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება ყველა რაიონში, უბანში, სადაც სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. მოვისმენთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს სხვადასხვა საკითხზე და კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics